Tbilisi CannaExpo 2019 – ის გამოფენაზე ზურაბ ჯაფარიძეს კონტრაქციის მონაწილე “ძვლების დამტვრევით” დაემუქრა(ვიდეო)

დედაენის ბაღში “გირჩის” ორგანიზებით Tbilisi CannaExpo 2019 იმართება. ღონისძიებაზე კანაფთან დაკავშირებული პროდუქტებია წარმოდგენილი. გამოფენაზე კონტრაქციის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც “გირჩის” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს “ქართული ოცნების” ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ, რადგან კანაფის ლეგალიზაციას ითხოვენ.

“ძვლებში ხართ დასამტვრევი“,- ამ სიტყვებით დაემუქრა ერთ-ერთი კონტრაქციის მონაწილე ზურაბ ჯაფარიძეს.

ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

წყარო:imedinews.

კომენტარები

სხვა სიახლეები