„Mercedes Benz”-ი 2018 წელს, ლოს – ანჯელესის ავტოშოუზე „CLS“-ის ახალ მოდელს წარადგენს

გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია „Mercedes Benz”-ი, ინტრიგას განაგრძობს და ვიდეო რგოლს ავრცელებს, სადაც ახალი 2018 წლის მოდელის „CLS-ის“ დეტალური მახასიათებლებია აღნიშნული. ახალი მოდელის ჩვენება ლოს-ანჯელესის ავტო-შოუზე შედგება.
ვიდეო რგოლში ყურადღება, ძირითადად, ახალ „Led” განათების სისტემაზე და განათების ფარების განახლებულ დიზაინზეა გამახვილებული.
2018 წლის მოდელი ყველაზე ორიგინალური ვარიანტია, რომლის პარამეტრები, მძღოლისა და მგზავრის მაქსიმალურ კომფორტზეა გათვლილი.“ენერგიული კომფორტის“ სისტემას წინასწარ განსაზღვრული მოქმედების რეჟიმი გააჩნია, რომლის მიხედვითაც ყველა სისტემა, სალონში გარკვეული ატმოსფეროს შესაქმნელად მუშაობას იწყებს.
მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ „CLS“ 53 AMG, იდეალური და სრულყოფილი ვარიანიტია, რომლის დეტალური მახასიათებლები და ყველა წვრილმანი 29 ნოემბერს, ლოს ანჯელესის ავტო-შოუზე გახდება ცნობილი.

https://www.youtube.com/watch?v=-h13ZbCO8qY&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები