Disney ახალი ფილმისთვის კასტინგებს საქართველოში ჩაატარებს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კინოსტუდია Disney ახალი ფილმის გადაღებას გეგმავს და კასტინგებს საქართველოში ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ფილმის ჟანრი ჯერჯერობით უცნობია. არ არის ცნობილი ასევე კასტინგების ზუსტი თარიღები, თუმცა არსებული ინფორმაციით, Disney საქართველოს მოსახლეობას საკუთარ ფილმში გადაღების შანსს აპრილში-მაისში მისცემს.
ამასთანავე, სტუდიის წარმომადგენელების განცხადებით, პერსონაჟი, რომელიც ყველაზე კარგად მოირგებს თავის როლს, გახდება Disney-ის ახალი სახე და მას სხვა ფილმებშიც გადაიღებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები