CNN-ი: საქართველოს პეიზაჟი ერთ-ერთი ულამაზესია დედამიწაზე (ვიდეო)

„სი-ენ-ენის“ ჟურნალისტმა ენტონი ბურდეინმა საქართველოსა და ქართული სასმელების შესახებ რეპორტაჟი მოამზადა. „საქართველო მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება“, – წერს ვიდეოსთან არსებულ სტატიაში ჟურნალისტი.
ბურდეინი მაყურებელს და მკითხველს მიმართავს; „უნდა იცოდეთ საქართველოს შესახებ, რადგან ის მშვენიერია. საჭმელი იდეალურია, ქვეყანა – ლამაზი. საქართველოს პეიზაჟი ერთ-ერთი ულამაზესია დედამიწაზე. ეს ადგილი, თუ შანსი მოგეცემათ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ“.
ჟურნალისტის თქმით, საქართველოს შესახებ კიდევ იმიტომ უნდა იცოდეთ, რომ ეს მნიშვნელოვანია.
„იმიტომ რომ ის – საბჭოთა ხელისუფლების მმართველობის წლების შედეგად ქაოსურ, საშინელ, უკანონო ქვეყნად გადაიქცა. თუმცა ამისგან თავის დაღწევა და დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბება რამდენიმე წელიწარში მოხერხდა. როგორც თქვენ თავად დაინახავთ, ის უფრო მტრულად განწყობილი რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის წინაშე დგას“, – აღნიშნავს ენტონი.
ჟურნალისტი საქართველოში სმის კულტურაზე წერს.
„ჭაჭის დალევა – ეს ნამდვილი გამოწვევაა“, – აღნიშნავს ჟურნალისტი. „ეს ფანტასტიკური და ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ვიმედოვნებ, რომ რომელიმე თქვენგანი დავარწმუნეთ იმაში, რომ ის უნდა მოინახულოთ“, – წერს ენტონი.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=yRivmTN9HD0&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები