კანის კინოფესტივალის ჟიური – ყველას წინააღმდეგ

კანის 69-ე კინოფესტივალის ჟიურიმ კინომანებს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუა – მათი იმედები არ გამართლდა. „ოქროს პალმის შტო“ ბრიტანელმა რეჟისორმა კენ ლოუჩმა მიიღო, დანარჩენი პრიზები კი – ქსავიე დოლანმა, კრისტიან მუნჯიუმ და ოლივიე ასაიასმა.

ჯიმ ჯარმუშმა ფესტივალი კიდევ ერთხელ ცარიელი ხელით დატოვა. პრიზები ჟიურიმ 22 მაისს დაარიგა. უკვე რამდენიმე წუთში კრიტიკოსები და მაყურებლები – ზოგი მწუხარებაში იყო, ზოგი კი რისხვას ვერ იკავებდა. საქმე ისაა, რომ როდესაც კანის კინოფესტივალის წლევანდელი პროგრამა გასაჯაროვდა, კინომანები: ჯარმუში, რეფნი, ასაიასი, ვერჰოვენი… აღფრთოვანებულები იყვნენ.

კონკურსი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი უძლიერესი გამოვიდა. თითქმის ყველა აღნიშნული რეჟისორის ფილმის ჩვენების შემდეგ ბევრი აღფრთოვანებით სავსე მასალა იბეჭდებოდა.

გამონაკლისი მხოლოდ ანდრეა არნოლდის „ამერიკელი ლამაზმანი“ და შონ პენის „უკანასკნელი სახე“ იყო.

რაც შეეხება ჟიურის, უცხოური პრესის ცნობით, მან ფესტივალის ზოგიერთი მონაწილის გრძნობების შეურაცხყოფა წელსაც შეძლო. „ოქროს პალმის შტო“ ბრიტანელმა რეჟისორმა-კლასიკოსმა კენ ლოუჩმა ფილმისთვის – „მე, დენიელ ბლეიქი“ მიიღო.

ეს ფილმი მისი ავტორისთვის ტრადიციული ისტორიაა მუშაობის მოყვარული მამაკაცის შესახებ, რომელიც დაუსაქმებლის სტატუსით ფინანსური დახმარების მოპოვებას ცდილობს. პრესაში ფილმს კარგი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ახლა – წყენის ფონზე ის შეიცვლება, – წერს უცხოური მედია.

მედიაში ასევე გაჩნდა ვერსია, რომ ამ ჯილდოთი კინოფესტივალის ჟურიმ ლოუჩს მხოლოდ 80 წლის იუბილე მიულოცა. მნიშვნელობით რიგით მეორე ჯილდო ფესტივალის დიდი ხნის ფავორიტს – ქსავიე დოლანს გადაეცა ფილმისთვის „ეს მხოლოდ სამყაროს დასასრულია“.

კინოლენტა მშობლიურ სახლში დაბრუნებული მომაკვდავი მწერლის შესახებ მოგვითხრობს. „27 წლის დოლანს „კანადელ ვუნდერკინდს“ უწოდებენ, თუმცა ამ წოდებას ის ვერ შეესაბამება“, – წერს უცხოური მედია.

საკუთარი პირველი ფილმი „მე დედაჩემი მოვკალი“ რეჟისორმა 20 წლის ასაკში გადაიღო. კანის კინოფესტივალის ყველაზე დიდ მოულოდნელობად სარეჟისორო ნომინაციაში ჟიურის გადაწყვეტილება გახდა. ჟიურიმ პრიზი ორ რეჟისორს შორის გაყო – ჯილდო ერგო რუმინელ კრისტიან მუნჯიუს (ფილმი „გამოსაშვები საღამო“) და ოლივიე ასაიასს (ფილმი „პერსონალური მყიდველი“).

 13293017_1194062130634023_378397_n

კომენტარები

სხვა სიახლეები