BFF – რას ნიშნავს ეს ინიციალები, რომელმაც სოცქსელში პანიკა გამოიწვია

უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში Facebook-ზე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს, აბრევიატურა BFF-ს დაპოსტვით, შეამოწმებდით, დაცულია თუ არა სოციალური ქსელის თქვენი ანგარიში და მოიპოვა თუ არა მესამე პირმა მასზე უკანონო წვდომა. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება.
რეალურად, საქმე ეხება Facebook-ის ფუნქცია Text Delight-ს, რომელიც სხვადასხვა აბრევიატურის, მათ შორის, BFF-ს (Best Friends Forever) დაწერისას შესაბამის ანიმაციურ გამოსახულებას ქმნის.
გავრცელებული ყალბი ინფორმაციის თანახად, თუკი დაპოსტვის შემდეგ აბრევიატურა გამწვანდებოდა, თქვენი ანარიში დაცული იყო, თუ არა და – პაროლის შეცვლა და უსაფრთხოების ზომების მიღება იყო აუცილებელი.
გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება და ე.წ. “ფეიკ” კამპანიები მოსალოდნელიც კი იყო, რადგან, მოგეხსენებათ, Facebook ამჟამად სერიოზულ სკანდალშია გახვეული. ცუკერბერგის კომპანია დაადანაშაულეს იმაში, რომ ის აწვდიდა ბრიტანულ კომპანია Cambridge Analytica-სა და მონაცემთა მომპოვებელ კომპანიებს Facebook-ზე რეგისტრირებული 50 მილიონი ანგარიშის მონაცემებს, აღნიშნული ანგარიშების მფლობელების თანხმობისა და ინფორმირების გარეშე.

წყარო:http://cyber.kvira.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები