გუბაზ სანიკიძე: მიხეილ სააკაშვილი თავგასიებულს მეძახდა

სააკაშვილი თავგასიებულს მეძახდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში განაცხადა.

სანიკიძემ, კიევში, 23 ნოემბერს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტიც შეაფასა, მისი თქმით, სააკაშვილი და მისი პოლიტიკური რესურსი საქართველოს სჭირდება.

“მიხეილ სააკაშვილი თავგასიებულს მეძახდა. რატომ იყო მოულოდნელი ჩვენი შეხვედრა ვერ ვგებულობ, დავაანონსე გვარამიას გადაცემაში. რაც შეეხება შეხვედრას, ეს გამოიწვია ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ. ქვეყანა რთულ ვითარებაშია, სახელმწიფო ბიუჯეტისგან დაცლილია და გვყავს არაკომპეტენტური ხელისუფლება. სააკაშვილი მოგვწონს თუ არა, ჩემი შეფასებით, ის არის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მას აქვს პირადი რესურსი. სააკაშვილი და მისი პოლიტიკური რესურსი საქართველოს სჭირდება”, აღნიშნა სანიკიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები