„სოფელში ტკივილმა გული დაგვიმდუღრა“ – ავარიაში გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის მასწავლებლის სევდიანი სტატუსი
დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებაში, 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა, აღნიშნულს სოციალურ ქსელში მისი მასწავლებელი, ეკა თარაშვილი სევდიანი სტატუსით ეხმაურება:
“ზურაბ, დღეს ჩვენს სოფელში ტკივილმა გული დაგვიმდუღრა და შავმა მოიცვა უდარდელი ბავშვთა სამყარო. რამდენი სიყვარული გაგიცია, რომ ასე ააცრემლე უმანკო თვალები, თუმცა განა შენ კი გინდოდა? რა მხიარულად და აზრიანად გაგიტარებია გუშინდელი მოაზროვნეთა შეჯიბრი… და ეს უკანასკნელი ყოფილა შენთვის. როგორი ხალისით გაიპარე ოთხი დღის წინ კლასელებთან ერთად სკოლიდან… და ესეც უკანასკნელად. როგორ შინაარსიანად შეასრულე ჩემი დავალება მომავალი სასკოლო ღონისძიებისთვის, სადაც პრეზენტაცია უნდა გქონოდა. ეს კი ვეღარ შეძელი ჩვენთან ერთად… როგორ გადმოვცე ის, რაც ჩვენი ლამაზი სკოლის კედლებსა და დერეფნებში დღეს, დილას ხდებოდა… თავალებაწითლებულ, ნამტირალევ და უიმედო გოგო-ბიჭებს გაკვეთილებს ვუტარებდით, ასეთივე თვალები გვქონდა ჩვენც…” ,- წერს პედაგოგი.