სტომატოლოგმა ამ ქალს ჰოლივუდის ღიმილი აჩუქა, მაგრამ ერთი თვის შემდეგ ყველაფერი კატასტროფით დასრულდა

ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში სტომატოლოგსა და მის პაციენტს კონფლიქტი მოუვიდათ, რს შემდეგაც ეს უკანასკნელი კბილების გარეშე დარჩა.

ერთ მშვენიერ დღეს პენსიონერმა ქალბმა გადაწყვიტა ჰოლივუდის ღიმილი ჰქონოდა და ამ მიზნით სტომატოლოგს ეწვია. რადგან მას რამდენიმე კბილი აკლდა, სტომატოლოგს უთხრა, რომ პროტეზის ჩასმისგან თავი შეეკავებინა და სურდა იმპლანტანტები გამოეყენებინა.

ექიმი ქალს შეპირდა, რომ ყველა მისი სურვილი ასრულდებოდა, მაგრამ ამას ერთი თვე დასჭირდებოდა. ქალი ისე იყო მონდომებული ჰოლივუდის ღიმილი ჰქონოდა, რომ სტომატოლოგს უცნაურად არ მოჩვენებია მისი პაციენტი იმპლანტანტების ფასით რომ არ ინტერესდებოდა.

ერთი თვის შემდეგ, როცა ყველა სამუშაო დასრულდა, დანტისტმა ქალს მკურნალობის რამდენიმეათას ევროიანი კალკულაცია მიაწოდა
გადასახდელად.

ქალი ისტერიკაში ჩავარდა და ამტკიცებდა, ვერ წარმოვიდგენდი ასე ძვირადღირებული თუ იყო ეს ყველაფერიო. სტომატოლოგი შეეცადა მისთვის სიტუაცია აეხსნა, მაგრამ გაცოფებული ქალი მისი კაბინეტიდან გავარდნას ლამობდა. ექიმმა მისი შეჩერება შეძლო, სკამზე დასვა და ყველა იმპლანტანტი ამოაცალა.

წყარო: http://www.etanews.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები