ზვიად კორძაძე: ვაჟა გაფრინდაშვილმა ქვეყნის ღირსება დაიცვა

ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებას ეხმაურება. მისი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილმა ქვეყნის ღირსება და მისი საზღვრის ხელშეუხებლობა დაიცვა.
“საქართველოში ამაღამ დასაძინებლად დავწვებით ზოგი თბილ, ზოგი ცივ, ზოგი კომფორტულ, ზოგი არაკომფორტულ საწოლებში.
ერთ კაცი ძირძველ ქართულ მიწაზე, ცხინვალში, იზოლატორში საკნის საწოლზე დაიძინებს. დაიძინებს განცდით, რომ გააკეთა მაქსიმუმი, რაც ამ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე შეიძლება ქართველმა დღეს გააკეთოს. დაიცვა ქვეყნის ღირსება, მისი საზღვრის ხელშეუხებლობა.
დიდი ქართველების სიტყვებს ისტორია ინახავს:
“ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია” – ამბროსი ხელაია.
“სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთან”- ვაჟა გაფრინდაშვილი”,- წერს კორძაძე.
შეგახსენებთ, რომ ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაშავებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

სხვა სიახლეები