“იმედია ჩემი ცხოვრებაც ასეთი ხანმოკლე არ იქნება” – რა გამოხმაურება მოჰყვა “ჩცდ” -ის მე-16 სეზონის პირველ სერიას
პოპულარული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”, რომელსაც საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა, ტელე-ეკრანებზე დაბრუნდა.
ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სერიალი, რომელიც წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ზე გადიოდა, ტელევიზიაში მომხდარი რეორგანიზაციის გამო საზოგადოებას ახალი მაუწყებლობის საშუალებით დაუბრუნდა. „ჩემი ცოლის დაქალები“ დღეიდან „ფორმულას“ საეთერო ბადეს დაიკავებს.
„ჩცდ“-ს დაბრუნებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი სერიალის მოკლე ქრონომეტრაჟით უკმაყოფილოა, ნაწილი კი მათ ცისფერ ეკრანებზე დაბრუნებას ულოცავს:
“ეს რა ვითარებაააა? რა მოქმედებააა ? სულ ეს იყო დრო ჩიტმა წაიღოო”
“გილოცავთ კვლავ ეთერში გასვლას!!🎉ძალიან კარგი სერია იყო.ახალი სუნქვა და ენერგია იგრძნობა,რაც ძალიან სასიამოვნოა.წარმატებებს გისურვებთ”!
“თქვენ ხოარუბერავთ სანამ აგი არხი ვიპოვე ტელევიზორში დამთავრდა კინო.”
“შარფის დაკეცვა მძლივს მოასწრო ქეთიმ”
“სანამ ბროწეული მოვიტანე რომ გამერჩია დამთავრდა”
“იმედია ჩემი ცხოვრებაც ასე ხანმოკლე არ იქნება”
“ყველაზე მაგრები ხართ LIVE რომ გახვედით !
ისე ძალიან მიყვარხართ რომ ყველა სერია ერთმანეთზე კარგი მგონია”
” სერიალზე მეტად კომენტარები მონენატრა”
“მე ძაან დიდი იმედიმაქ რო კატოს ბოლოს შიდსი მოკლავს”
“ისე ბაქარი რომ გაპრსოთ მემგონი კარგი იქნება დოღში გამარჯვებული ცხენივით არის”