ავსტრალიაში მსოფლიოში ყველაზე უხვმატყლიან ცხვარი სახელად კრისი მოკვდა. ცხვარი 2015 წელს ველურ ბუნებაში აღმოაჩინეს და მსოფლიოს ყურადღებაც მაშინ მიიპყრო. როგორც მაშინ ითქვა, ცხვარს იმხელა მატყლი ჰქონდა, რამდენიც 6 წლის განმავლობაში შეიძლება ცხოველს ჰქონდეს. როდესაც კრისი გაკრიჭეს, მას 41.1 კილოგრამამდე მატყლი მოაშორეს, რაც მსოფლიო რეკორდია.
ცხვარი ახალ სამხრეთ უელსში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში ბინადრობდა. ფერმერის თქმით, ცხოველი სიბერის გამო მოკვდა. ვარაუდობდნენ, რომ კრისი 10 წლის იყო რაც ცხვრისთვის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლიობაა.