ბრიტანელი წყვილის “მინი-პიგი”, რომელიც უზარმაზარ ღორად გადაიქცა

ბრიტანელი წყვილის ოჯახში ერთი უწყინარი ღორი, სახელად გრეისი, ბინადრობს. შინაური ცხოველი სახლში ბევრს ჰყავს, თუმცა 177კგ-იანი შინაური ბინადარი – არც ისე ბევრს. გრემების წყვილის ისტორია დაიწყო იმით, რომ ნაიჯელ გრეიმმა გადაწყვიტა, მეუღლისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და მას გოჭი- “მინი-პიგი” უყიდა. ძაღლისა და კატის ყოლა მათ არ შეეძლოთ, რადგან ნაიჯელის ცოლს ამ ცხოველებზე ალერგია აქვს, ამიტომ ისეთი გოჭი მოიშინაურეს, რომელიც დიდი არ იზრდება.

გოჭის ყიდვამდე ნაიჯელმა გოჭის მშობლებიც მოინახულა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის დიდი არ გაიზრდებოდა. ფერმერის თქმით, აღნიშნული ჯიში მხოლოდ 31 კგ-მდე თუ გაიზრდებოდა. გადიოდა წლები და გოჭი იზრდებოდა, ის ხუთ წელში 177-კილოგრამიან ღორად გადაიქცა. ნაიჯელი ფერმერს არ ადანაშაულებს. მისი თქმით, შესაძლოა, გრეისის ზრდა გაძლიერებული კვებისგან იყოს გამოწვეული. ღორი კვირაში 9 კგ. საკვებს მიირთმევს, გარდა ამისა, ოჯახის წევრები მას სხვადასხვა “სასუსნავით” ანებივრებენ. ის ეზოში გაკეთებულ ხის ქოხში ძილის მაგივრად, სახლში მისთვის განკუთვნილ საწოლში იძინებს.​

ნაიჯელის თქმით, გრეისი საოცრად მოწესრიგებულია, ის ბუნებრივი მოთხოვნილებებისთვის ეზოში გადის – მისთვის ბინაში სპეციალური კარი გააკეთეს, რათა მან სურვილისამებრ შეძლოს გარეთ გასვლა. მეპატრონეებს ძალიან შეუყვარდათ “მინი-პიგი”, საკვების რაციონიდან ლორი და ღორის ხორცი სრულიად ამოიღეს, რადგან მათი შინაური ცხოველის მიმართ ეს უპატივცემულობა იქნებოდა.

წყარო:zooclub.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები