ქაიან ბელქანია და ანდრია ყალიჩავა მარსზე მიემგზავრებიან

მალე, 2020 წლის ზაფხულში მარსზე ახალი დიდი მისია მიემგზავრება, რომელიც უკვე სრულ მზადყოფნაშია და ბოლო ტესტებს გადის, მათ შორის ქაიან ბელქანია და ანდრია ყალიჩავაც იქნებიან, რაზეც ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC) ვიზიტორთა ცენტრის (Space Expo) ერთადერთმა ქართველმა თანამშრომელმა, ქალბატონმა დალი უბილავა-დე გრაფიამ იზრუნა.

ამ მისიაში სპეციალურ ჩიპზე განთავსდება რამდენიმე მილიონი დედამიწელის სახელი, როგორც პირველი მარსელებისა.

ცნობისთვის, დალი უბილავა-დე გრაფიას თანამედროვე კოსმოსური პროგრამების ბოლო ტექნოლოგიების კურსი მიჰყავს და ერთადერთი ქართველი ქალია, რომელიც კოსმოსის შესახებ უახლეს ინფორმაციას ფლობს. პროფესიით მათემატიკოსი და რეჟისორი ქალბატონი დღეს წარმატებულად მოღვაწეობს ჰოლანდიაში, როგორც სამეცნიერო, ისე ხელოვნების სფეროში.
“მქონდა შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ადამიანი მეც დამერეგისტრირებინა და ამით დიდი, ისტორიული მისიის მონაწილენი გავმხდარიყავით თუნდაც სიმბოლურად”-აცხადებს დალი უბილავა.
ცნობისთვის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ასტრონომიის კლასსა და პლანეტარიუმს ორი ახალი ტელესკოპი გადაეცა. ტელესკოპზე განთავსებულია ამერიკელი და ევროპელი მეცნიერებისა და ასტრონავტების უნიკალური ავტოგრაფები. საჩუქარი ერთგვარი კომპლექტია, ინტელექტუალური მასალების თანხლებით, რომელიც მოსწავლეებს მეცნიერების ამ დარგის შესწავლაში დაეხმარება.

წყარო:https://daynews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები