გაყინულ ორაგულში მყიდველმა სავარაუდოდ მატლები აღმოაჩინა(ფოტო)

თბილისში სუპერმარკეტ “ზღაპარში” შეძენილ გაყინულ ორაგულში მატლები აღმოაჩინეს. სუპერმარკეტის მენეჯერის თქმით, მათთან გაყინული ორაგული მართლაც იყიდება, შენახვის ვადები კი სარეალიზაციო პირობებს აკმაყოფილებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მყიდველს თევზი მათთან არ შეუძენია.

პროდუქტის რეალიზატორი ამტკიცებს, რომ ეს ნაწლავია, რომელიც სავარაუდოდ იმპორტიორს პროდუქტიდან არ გამოუცლია.

სარეალიზაციოდ გამზადებული პროდუქტი აშშ-იდან საქართველოში კომპანია West Invest-ს შემოაქვს. კომპანიაში ადასტურებენ, რომ თერმულად დამუშავების შემდეგ პროდუქტმა ისეთი სახე მიიღო, რომ მისი ჭამა არავის მოუნდება. მიუხედავად ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ფოტოზე არსებული წანაზარდები არა მატლები, არამედ თევზის ნაწლავებია და მათი მტკიცებით, მწარმოებელს თევზის გამოშიგნვა დაავიწყდა.

წყარო:TV25

კომენტარები

სხვა სიახლეები