აზიის ერთ-ერთ ზოოპარკში ტურისტი დათვების ვოლიერთან მივიდა, როდესაც შეამჩნია, რომ ისინი ადამიანების დანახვისას თათებს ზევით სწევდნენ ისე, თითქოს მათ ესალმებოდნენ. ტურისტმა დათვების ასეთი ქმედება გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა, რასაც დადებითი ემოციები მოჰყვა საზოგადოებისგან.
ზოოპარკის წარმომადგენლების თქმით, დათვები ამ ჟესტებით პარკის დამთვალიერებლებისგან საკვებს ითხოვენ.
წყარო:zooclub.ge