ქართველი პატარძლის საქორწილო კაბას წარწერით “რუსეთი ოკუპანტია” სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება პატარძალს გადაწყვეტილებას უწონებს.
“ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღეს თავისი ქვეყნის წუხილი გადმოიტანა კაბაზე , იმ კაბაზე ბავშვობიდან რომ ოცნებობთ ხოლმე. რაც შეეხება “საქმით დამტკიცებას” – ყველა ისე გამოთქვამს თავის პროტესტს როგორადაც შეუძლია !”,- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.