ვერძი – საუკეთესო იქნება თუ დღეს ვარჯიშით დაიწყებთ. დღეს მიხვდებით, იმაზე მეტი საქმე გააკეთეთ, ვიდრე გეგონათ, რომ შეძლებდით. საღამოს ფეხით გაისეირნეთ.
კურო – გარშემო მყოფების ყურადღების ცენტრში მოექცევით. ეცადეთ, იყოთ მიმზიდველი. მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. იყავით მშვიდი და ღიმილიანი.
ტყუპი – თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ შემთხვევითი ადამიანები არ მოდიან თქვენს ცხოვრებაში და არც მოვლენები ხდება შემთხვევით. გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები.
კირჩხიბი – განსაკუთრებულის მოლოდინი ნუ გექნებათ. მცირედით შემოიფარგლეთ, წარმატება გელით სამსახურის საქმეებში და იდილია – პირად ცხოვრებაში.
ლომი – გაფრთხილდით, დილას მოსალოდნელია გაუგებრობები და დაძაბულობა. აკონტროლეთ ემოციები და გაუფრთხიდით თქვენთვის ძვირფას ადამიანებს.
ქალწული – დღეს შექებას და ქათინაურებს მიიღებთ, რაც მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ. შეიფერეთ, თავადაც იცით, რომ საუკეთესო ხართ.
სასწორი – ბოლო დროს გადატვირთული გრაფიკი გქონდათ. დღეს დასვენების, მეგობრებთან გართობის საშუალება მოგინდებათ. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ნაჩქარების გადაწყვეტილების მიღებაა.
მორიელი – ნუ ხართ ზედმეტად მკაცრი გარშემო მყოფების მიმართ. ზოგჯერ უნდა ენდოთ კიდეც მათ. ერთგული და გამოცდილი გუნდი შეკრიბეთ და საქმეების მოგვარებას შეუდექით.
მშვილდოსანი – ნუ ეცდებით, რომ ყველას თქვენი გემოვნება მოახვიოთ თვს. ადამიანებს შეიძლება თქვენგან განსხვავებული ინტერესები, ჰობი ჰქონდეთ. მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან.
თხის რქა – საქმეების პარალელურად შეიძლება თქვენი დახმარება დასჭირდეთ ახლობელებს და მათ უარს ვერ ეტყვით. გააოცებთ მათ თქვენი ოპტიმიზმითა და პროფესიონალიზმი.
მერწყული – დილიდან აქტიურად იქნებით ჩართული საქმეებში. ჩამოწერეთ გეგმა, რათა არაფერი გამოგრჩეთ. იყავით ობიექტური გარშემო მყოფების შეფასებისას.
თევზები – მხარდაჭერისთვის ისეთ ადამაინებს მიაკითხეთ, ვინც არ გიღალატებთ. შეეხმიანეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს. მათთან ურთიერთობა თავდაჯერებულობას შეგძენთ.