რუსეთში, მწეველი მოზარდების მშობლებს, შესაძლოა ჯარიმის სახით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრონ.
მედიის ინფორმაციით, იდეა კანონდარღვევის პროფილაქტიკის სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილებოდა, რომელსაც რუსეთის შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი ხელმძღვანელობდა.
სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ „როსპოტრებნადზორმა“ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი მიმართვა უნდა გაუგზავნოს, თუმცა ჯერჯერობით უწყებას დოკუმენტი არ მიუღია.
შესაბამისი ნორმა, შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანონ, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა.
მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო კონფედერაციის სამმართველოს თავმჯდომარემ დიმიტრი იანინმა განაცხადა, რომ რუსეთში უფროსკლაესელთა 10% მწეველია.