კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის “დიდების დარბაზში” შეიყვანეს. ამ ტიტულის მფლობელები არიან ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული- ამის შესახებ სკოლა-პანსიონი კომაროვი ფეისბუქ გვერდზე წერს.
ნიკას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი აქვს მიღებული;
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე: ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი;
ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში;
სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი;
ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი;
რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი.