კოლუმბიაში ნავის ჩაძირვის შემდეგ ნარკომოვაჭრეები კოკაინის შეკვრებმა გადაარჩინეს

კოლუმბიაში ნავის ჩაძირვის შემდეგ ნარკომოვაჭრეები კოკაინის შეკვრებმა გადაარჩინა, – ამის შესახებ გამოცემა “Daily Mail“-ი წერს.

კოლუმბიის სამხედრო საზღვაო ფლოტის თანამშრომლებმა ქალაქ ტუმაკოდან 55 კილომეტრში სამი ნარკომოვაჭრე გადაარჩინეს. დაზარალებულთა განცხადებით, მათი ნავი ტალღამ ჩაძირა, რის შემდეგაც 3 საათის განმავლობაში ისინი წყნარ ოკეანეში, წყლის ზედაპირზე ნარკოტიკებით სავსე წყალგაუმტარი პარკების საშუალებით რჩებოდნენ.

ნარკომოვაჭრეები წყლიდან ამოიყვანეს და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. პოლიციამ წყალგაუმტარ პარკებში 1,2 ტონა კოკაინი აღმოაჩინა. სამხედრო საზღვაო ფლოტის თანამშრომლები ნავზე მყოფ კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები