“უშინაარსოდ უშნო გოგოა” – რას წერს ნიკა გვარამია სომეხ მოდელზე

“გუჩის” მიერ აღმოჩენილ სომეხ მოდელზე სრულიად მსოფლიო ლაპარაკობს. “ეს არის ბუნებრივი სილამაზე” – წერენ უცხოური ტაბლოიდები 23 წლის არმინე არუთიანზე.
გოგონას განსხვავებული გარეგნობა არც საქართველოში გამოპარვიათ და აქტიურად წერენ მასზე. მათი უმრავლესობა კი არ ერიდება იმის დაწერას, რომ გოგონა მახინჯია. მათ შორის არის ნიკა გვარამია, რომელიც გოგონას ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ის უშინაარსოდ უშნო გოგოა.

“კაცო, ეს სომეხი მოდელი გოგო არის ძალიან უშნო, თან რამე ფიშკა კი არ აქვს, რაც სიუშნოვეს საინტერესოს გახდის და სილამაზედ გადააქცევს. არა, ჩვეულებრივი, უშინაარსოდ უშნო გოგოა.
და რატომაა ამის თქმა ბულინგი, ვერ გავიგე. ეს პოლიტკორექტულობა ისედაც იდიოტიზმშია გადაზრდილი და ქართველები განსაკუთრებით მონდომებულები არიან ხოლმე ამ იდიოტიზმის ფარგლები კიდევ უფრო გააფართოვონ.
ბულინგი და დაცინვა როგორაა, გაუგებარია. გამოიყვანა და გვაჩვენა გუჩიმ და გვითხრა, რომ ნატურალური სილამაზე ესაა და უნდა აღვფრთოვანდეთ. ხოდა, ჩვენი საპასუხო ემოცია რატომ არ შეიძლება გამოვხატოთ? სახლში ხომ არ მივაკითხეთ, სადღაც, წახნაძორში, ფოტო გადავუღეთ და დავცინით? არა. საჯაროდ მოხდა მისი პრეზენტაცია, მესიჯით – ნახეთ როგორი ნატურალურია და ლამაზი.
ხოდა, ნატურალურად უშნოა და ღარიბაშვილსაც გავს. ასეა ნამდვილად. და მინდა და ვამბობ”, – წერს გვარამია.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები