“გადავურჩინოთ პატარა ნინისა და ნოდოს დედა” – ანას ლეიკემია აქვს და საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება

პატარა ნინისა და ნოდოს დედას, 29 წლის ანას დახმარება ესაჭიროება. ერთი თვის წინ ანას ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა, რომელიც სწრაფად პროგრესირებს. მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რაც დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული.

ანას ოჯახის წევრების თქმით, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმები გადარჩენის ერთპროცენტიან გარანტიას აძლევენ, რადგამ მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება, მათ კი ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

გადავურჩინოთ ნინისა და ნოდოს დედა, დავეხმაროთ ანას.

“მეგობრებო, დავეხმაროთ ანას, გადავურჩინოთ ნინისა და ნოდოს დედა!!! 29 წლის  ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე დედას, ერთი თვის წინ დაუდგინდა ლეიკემია, რომელიც ძალიან პროგრესირებს. მას სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა საზღვარგარეთ,რაც დაკავშირებულია ფინანსებთან, რისი სრულად დაფინანსების საშუალებაც არ აქვს მის მშობლებს.. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, გაიღეთ მცირედი ანას გადასარჩენად, დაუდექით მხარში მის ოჯახს, რათა 12 წლის ნინისა და 7 წლის ნოდოს დავუბრუნოთ დედა! GE84BG0000000518305800
01027054217
daloevi mamuka
saqartvelos banki”, – წერს ერთ-ერთი “ფეისბუქმომხმარებელი” სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები