რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია “სირცხვილიას” სცენაზე დამაგრებული ბანერი – “რუსეთი კლავს” ჩამოვარდა. იქ მყოფმა სამართალდამცველებმა ბანერი გაასწორეს და თავიდან დაამაგრეს.
ამბის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და საზოგადოების დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.