თავდგირიძე “ნაციონალებზე”: დაჭრილები გაწირეს, დაღუპულებს პატივი არ მიაგეს და კიდევ გამოდიან და “იბრიქებიან”
ექსპერტი სამხედრო საკითხებში, გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მიმართავს და ახსენებს, როგორ მოიქცნენ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში.
“ომი წააგეს, ტერიტორიები დაკარგეს, თავი არ გაწირეს, მოვალეობის მოხდაზე უარი თქვეს, ქვეყნის მართვა მიატოვეს, ჯარი მიაგდეს, მშვიდობიანი მოსახლეობა არ გახსენებიათ, დაჭრილები გაწირეს, დაღუპულებს პატივი არ მიაგეს და კიდე გამოდიან და “იბრიქებიან”. ვინც რა უნდა თქვას, თავდახრილი იდექით და მოინანიეთ. თქვენ აღარ გამოსწორდებით, აღარც შანსი მოგეცემათ, მაგრამ ბრაზი, იქნებ, გაუნელდეს ხალხს. პ.ს. რაც ზემოთ ჩამოვთვალე, პუტინზე არცერთი იყო დამოკიდებული – მხოლოდ თქვენზე და ეს თქვენ გააკეთეთ. “ნაცებს ვგულისხმობ”, 2008 წელს მმართველ პარტიას”, – წერს თავდგირიძე სოცქსელში.