“მამაკაცს, რომელმაც ძაღლი გადაარჩინა, ძეგლს დავუდგამდი” – თამარ ივერის იდეა მერს

ცნობილი ქართველი სოპრანო, თამარ ივერი რამდენიმე დღის წინ ქობულეთში მომხდარ ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და ქალაქის მერიას საინტერესო იდეა შესთავაზა.

“მე რომ ქალაქის მერი ან ცხოველთა თავშესაფრის დირექტორი ვიყო, იმ მამაკაცს, ვინც ძაღლის გადარჩენას საკუთარი სიცოცხლე შესწირა, თანხას შევაგროვებდი და….ძეგლს დავუდგამდი იმ ძაღლთან ერთად, როგორც ადამიანის ცხოველისადმი სიყვარულისა და თავგანწირვის სიმბოლოს!
ასეთი პრეცედენტი საქართველოში ჯერ არ მომხდარა და მსგავსი მონუმენტი ხელს შეუწყობდა მომავალ თაობაში ადამიანის ცხოველისადმი სიყვარულისა და თანადგომის მენტალიტეტის ამაღლებას. ასეთივე სიმბოლური დატვირთვისაა ძაღლ “ჰაჩიკოს” ძეგლი ტოკიოში”, – წერს თამარ ივერი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში 3-ბალიანი შტორმის დროს ავთანდილ ცხვედიანი დაიღუპა. იგი ძაღლის გადარჩენას ცდილობდა. სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები