ინდოელმა გეი წყვილმა “ჰინდუს” ტრადიციის მიხედვით იქორწინა

“ჰინდუ” ინდური, ტრადიციული საქორწილო ცერემონიაა, რომელიც ბევრი სხვადასხვა რიტუალისგან შედგება და ნებისმიერი წყვილისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ზეიმი რამდენიმე დღეც კი შეიძლება, გაგრძელდეს.

ამიტი და ადიტია ინდოელი გეი წყვილია. მათ გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ურთიერთობა განსაკუთრებულ საფეხურზე აეყვანათ და, სწორედ “ჰინდუს” ტრადიციის მიხედვით, ნიუ ჯერსის ტაძარში ექორწინათ.

წყვილმა ქორწილის გადასაღებად პროფესიონალი ფოტოგრაფიც დაიქირავა, რომლის გადაღებული ნამუშევრები ინტერნეტში დადებისთანავე გახდა პოპულარული – ქორწილი ტრადიციული, ლამაზი და, ამავდროულად, ძალიან მოდური გამოვიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები