საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ ძმებს, რომლებიც დედის დასახმარებლად ფულს ტაქსაობით აგროვებენ, თანხა გადაურიცხა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ძმა წერს და კანკავას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ცნობისთვის, ძმები ქართველიშვილები დედის გადასარჩენად, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება, თანხას აგროვებენ. ამ მიზნით თბილისის ქუჩებში ტაქსი გამოჩნდა, რომელსაც სტიკერი აქვს წარწერით – #მაიასთვის.
54 წლის ქალი, ამჟამად, თურქეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ამ ეტაპზე, საჭიროა 150 000 დოლარი. ამ თანხის შეგროვებას მაიას შვილები ტაქსისა და ქველმოქმედების საშუალებით ცდილობენ.
საჭიროა 150 000 დოლარი. ამ თანხის შეგროვებას მაიას შვილები ტაქსისა და ქველმოქმედების საშუალებით ცდილობენ.