“საჭმლისთვის თმები შევიჭერი და გავყიდეთ” – პატარა ელენეს ტრაგიკული ისტორია (ვიდეო)

სოციალურ ქსელში საქველმოქმედო ორგანიზაცია “სიკეთის ქალაქი” ემოციურ ვიდეოს ავრცელებს. ისტორია პატარა ელენეს ეხება. ელენე 12 წლის ძმასთან, 2 წლის დასთან, ბებიასა და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ელენეს მამას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მუშაობა არ შეუძლია, დედა კი ბავშვებს უვლის. ოჯახს უკიდურესად უჭირს. პატარა ელენემ, საჭმლის ფული რომ ჰქონოდათ, თმა შეიჭრა და გაყიდა.
„თმები ძალიან დამენანა“ – ამბობს ელენე ვიდეოში და თავის სურვილსაც უმხელს მაყურებელს. „ყველაზე ძალიან მინდა, სასადილოდან აღარ მოგვქონდეს საკვები და სახლში გემრიელი კერძები, ხილი და შოკოლადები გვქონდეს… ჩემ წინ რომ დიდი სახლია, იქედან გამოდის სულ კარგი საჭმელების სუნი და მეც მინდება. ბებია რომ მიდიოდა ზესტაფონში, თმებს რომ იჭრიან, იქ წავიკითხე, რომ თმებს იბარებენო. ბებოს ვუთხარი, მე თმებს შევიჭრი და ჩავაბარებ და საჭმლის ფული გვექნება-თქო. ჩემს კლასელებსა და ჩემს ამხანაგებს საჭმლის გულისთვის არ შეუჭრიათ თმები”, – ამბობს პატარა ელენე.

ორგანიზაცია „სიკეთის ქალაქი“ ელენესათვის საკვებსა და თანხას აგროვებს. მსურველებს წვლილის შეტანა შეუძლიათ როგორც პროდუქტების ვაჟა-ფშაველას მეექვსე კვარტალში [კორპუსი 5ა] მიტანით, ასევე – ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

“თიბისი ბანკი” – GE09TB7069345061100069

“საქართველოს ბანკი” – GE80BG0000000101366407

მიმღები: მეგი კანდელაკი. დანიშნულება: ელენეს საკვებისათვის.

ჩასარიცხი აპარატიდან ჩარიცხვა პ/ნ 01001022567 მეგი

დაგვირეკეთ 577566599 whatsapp, viberi….

ელენე სირაძის ოჯახის მისამართი: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 18.

კომენტარები

სხვა სიახლეები