15 წლის გოგონა, რომელიც მსოფლიოს გარშემო იახტით მარტო მოგზაურობს

ჰოლანდიელი თინეიჯერი, ლაურა დეკერი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც მსოფლიოს გარშემო მარტო დაცურავს.
2009 წელს “ინგლისის მოცურავეთა საზოგადოებამ” ვრცელი სტატია მიუძღვნა 14 წლის გოგონა ჰოლანდიიდან, რომელიც პატარა იახტით მსოფლიოს გარშემო სრულიად მარტო მოგზაურობს. ლაურა დეკერმა მოგზაურობისთვის იახტა ნასესხები ფულით შეიძინა და მისი თავგადასავალიც დაიწყო.
თავდაპირველად, ლაურას ოჯახი, განსაკუთრებით კი მამა, წინააღმდეგი იყო, თინეიჯერი ასეთ მოგზაურობაში მარტო გაეშვათ, თუმცა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოცურავე ამბობს, მამამისი მალევე დარწმუნდა, რომ მას შეეძლო, ამ სირთულისთვის თავი გაერთვა და მოგზაურობაში წასვლის ნებართვაც მისცა.
ლაურა დეკერი ახლა უკვე მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ადამიანია. მას სოციალურ ქსელებში უამრავი მიმდევარი და თაყვანისმცემელი ჰყავს. იგი ბევრისთვის გახდა მოტივაციისა და მაგალითის მიმცემი.

კომენტარები

სხვა სიახლეები