მსახიობი და რეპერი, კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, რომელიც გასულ წელს საფრანგეთში დააკავეს, საქართველოს შესაბამის უწყებებს მიმართავს, რომ საფრანგეთის ციხეებში მყოფი ქართველი პატიმრების ბედით დაინტერესდნენ.
ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “საღამოს ნიუსრუმში” ჩართვისას ისაუბრა.
-აქ მოხდა ძალიან საშინელი ფაქტი, რომელსაც დღემდე ვერ ვაცნობიერებ. საფრანგეთის ციხეში ყურადღებას არ აქცევენ ადამიანებს (ქართველ პატიმრებს), რომლებიც ძალიან ცუდად არიან. საბოლოოდ, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ჩემი ძმა იყო, ჩემთვის უახლოესი ადამიანი იყო, გარდაიცვალა…
ხალხო, 21-ე საუკუნეში ადამიანი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. რამდენი ადამიანი უნდა დავხოცოთ? აქ ძაღლებს აქცევენ ყურადღებას და ციხეში ბიჭი მოკვდა ტუბერკულოზით. მაშინ რომ ჩამოცვივდნენ და დაგვიჭირეს, ახლა სად არის საქართველო? ხალხო, გვიშველეთ, გეხვეწებით… ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ რაღაცნაირად მოგვეხმარონ, იმ ბიჭს აღარაფერი ეშველება და სხვები ხომ არიან იქ?! მივიდნე,ნ იკითხონ ქართველი პატიმრების ბედი, იქნებ, გადარჩეს ბევრი მათგანი.
კაბუმ თავის თავზეც ისაუბრა და თქვა, რომ მეგობრების წყალობით არაფერი უჭირს.
მე არაფერი მჭირს, ღვთის წყალობით ცოცხალი ვარ. მეგობრები მეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. ისიც არ ვიცი, საქართველოში რატომ არ მიშვებენ, ეტყობა, განსაკუთრებით საშიში ვარ… კაცმა არ იცის, რა ვადით ვიქნები აქ.
მომღერალი საფრანგეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ქალაქ ნიცაში ცხოვრობს.
როგორც ამბობს, საქართველოში დაბრუნება სურს, თუმცა ამის უფლება, ამჟამად, არ აქვს.
სხვა სიახლეები