მეცნიერებმა “მამაკაცური ჰორმონის” ნაკლებობის გარეგანი ნიშნები დაასახელეს

ტესტოსტერონი მამაკაცის ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჰორმონია. მისი დეფიციტი მრავალ პრობლემას იწვევს, მათ შორის, კუნთების მასის შემცირებას, ძვლის სისუსტეს, მეხსიერების გაუარესებასა და უნაყოფობის განვითარებას.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ მაღალი ტესტოსტერონის ნიშნები კუნთოვანი ფიგურა, სხეულის თმა, დაბალი ხმა და მამაკაცებში 30 წლის ასაკში – სიმელოტეა. თუმცა, შვეიცარიაში კარლონსკის საავადმყოფოს ენდოკრინოლოგებმა აღნიშნულის უარყოფა შეძლეს.
მათ დაასკვნეს, რომ სიმელოტე მამაკაცებში ყოველთვის არ არის კარგის ნიშანი და არ მიუთითებს მის მამაკაცურობაზე. მათი თქმით, თუ მამაკაცს გენებში სიმელოტე არ აქვს, მან აუცილებლად უნდა მიაკითხოს ენდოკრინოლოგს, რადგან დიდია ალბათობა, რომ მას ე.წ მამაკაცური ჰორმონის – ტესტოსტერონის ნაკლებობა აქვს.
დაახლოებით იგივე შეიძლება, ითქვას ქერტლზეც. მისგან თავის დასაღწევად ხალხური მეთოდებისა და სხვდასხვა გარეკლამებული შამპუნების ცდა არაფრისმომცემია.
ტესტოსტერონის დეფიციტი დასტურდება სხეულის ცვლილებებითაც, სხეულის სახიფათო ჰორმონალური დისბალანსზე ​ მუცლის ზრდა და სათესლე კუნთების შემცირებაც მიუთითებს.
გერმანიაში მიუნსტერის კლინიკამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ, ფიზიკური ცვლილებების გარდა, ჰორმონალური დისბალანსი მამაკაცებში სხვა რიგ ცვლილებებსაც იწვევს. ტესტოსტერონის ნაკლებობისას მამაკაცებში ხშირად ვლინდება გაღიზიანება, ძილისა და მეხსიერების პრობლემები და დეპრესიაც კი.

კომენტარები

სხვა სიახლეები