5 ნიშანი, რომელმაც ზაფხულის ბოლომდე კარმა უნდა გაისუფთაოს

თუ კარმა სუფთა არ გაქვთ, შესაძლოა, წარუმატებლობა და უბედურებაც კი მიიზიდოთ.
ქალწული
კარმა დაბინძურებული გაქვთ, რადგან მუდამ წუწუნებთ ბედზე. ბოლო დროს დაბნეული ხართ. უამრავი ნეგატივი მოქმედებს თქვენს ბედზე. კარმის გაწმენდა საუკეთესო გამოსავალია იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის, მისამართის შეცვლა, კარიერული წინსვლა გსურს.

კირჩხიბი
საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით. გარშემო მყოფების დახმარებისა და სამსახურის საქმეების მოგვარებით ხარ დაკავებული. კარმის გაწმენდით შეგეცვლება დამოკიდებულება ნივთებისა და საკუთარი თავისადმი. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ – “რას იტყვის ხალხი” და იხარეთ საკუთარი მიღწევებით.

ვერძი
თუ ჭორაობდით, ახლობლებს ივიწყებდით, მეგობრებს განიკითხავდით და მათზე ბრაზობდით, ნუ
გაგიკვირდებათ, რომ სულიერი წონასწორობა დაკარგეთ. ეცადეთ, შეურიგდეთ ახლობლებს, არავისი შეგშურდეთ, არავის დასცინოთ. ასეთი ცვლილება გჭირდება იმისთვის, რომ მეგობრობა და სიყვარული დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში.

მერწყული
ბოლო დროს საერთოდ ვერ იცლით ახლობლებისთვის, რომლებსაც უყვარხართ და გაღმერთებენ. ივლისის ბოლოს აუცილებლად გამონახეთ დრო ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან დროის გასატარებლად. დატკბით მათთან ურთიერთობით და გაეცით სიყვარული. ასე აღიდგენთ ბალანსს.

მშვილდოსანი
როგორ ატყობთ, ბოლო დროს ახლობლებს ხშირად სტკენთ გულს? იქნებ, მათ ეს არ დაიმსახურეს? ბოდიში მოუხადეთ ყველას, ვისაც უნებლიედ აწყენინეთ, გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახლობლებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებთანაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებთ. ის, ვინც ცდილობს, კისერზე შემოგაჯდეთ, სათანადო ადგილი მიუჩინეთ. სწორედ ისინი გაცლიან ენერგიას და გიბინძურებენ კარმას.

წყარო:

კომენტარები

სხვა სიახლეები