საგარეჯოში სასტიკად ნაწამები ძაღლის სხეული იპოვეს (ვიდეო+18)

სოციალური ქსელის მომხმარებელი მედეა მეგი ლომსაძე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს სასტიკად მოკლული ძაღლი. როგორც ვიდეოდან ირკვევა, ძაღლს ფეხები აქვს მოჭრილი და დამწვარია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ ვთაგავ! კანონის გამკაცრების გვირგვინია ეს ფაქტი ! საბრალო ცხოველები, როდემდე უნდა ტანჯოს ამ ნაძირალა ხალხმა? ხტფუი, მიმიფურთხებია ამ ნაძირალა მთავრობისთვის !!!!!! პ.ს. ვიყავი პოლიციაში. დავწერე განცხადება. შემპირდნენ, რომ ყველაფერს ეცდებიან, გაარკვიონ, რა მოხდა და დამნაშავე იპოვონ, თუმცა დამნაშავის დასჯა უკვე პროკურატურასა და სასამართლოს ევალებათ, რომლებიც ზედმეტად ლოიალურები არიან ასეთ შემთხვევებში”, – წერს მეგი ლომსაძე.
ვიდეო საგარეჯოში, ცენტრალურ საავტომობილი გზასთან არის გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ მაისში საქართველოს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და “სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილებები შევიდა, რომელთა მიხედვითაც ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობაზე გათვალისწინებული სასჯელის ზომები გამკაცრდა. პარლამენტმა ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.

კომენტარები

სხვა სიახლეები