ლაგოდეხში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 16 წლის გოგონას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“მაპატიე შვილო…
რომ ვსუნთქავ,თვალს რომ ვახელ დილით,შენს ბლექის რომ ვეფერები და ვკოცნი,რომ ვჭამ,რომ დავდივარ,ჩვენს სერიალს რომ ვუყურებ(დეე ,დამელოდე და ერთად ვუყუროთო,რომ მწერდი სმსს ეზოდან),რომ ვფიქრობ, ხვალ რას გავაკეთებ,რომ ზოგჯერ გამეღიმება,რომ მცივა და ვიცვამ,რომ ვხედავ მზეს,რომ ვფიქრობ ხვალ რა იქნება,რომ ვარ ინტერნეტში,რომ…რომ…რომ აქედან შენ არცერთი გაქვს…მაპატიე დეო ,რომ მე ცოცხალი ვარ და შენ -არა….მაპატიე ჩემო სიბერის სიხარულო და სიმწარევ….მრცხვენია დედი ჩემი სიცოცხლის შენს წინაშე დეო …
მაპატიე რომ შენს ოთახში გადმოვედი წუხელ…შენს საწოლში მეძინა დეე…მაპატიე ,რომ შენი ნივთები ჩავალაგე გასაჩუქებლად დედი…მაპატიე რომ აგარაკზე ავედი უშენოდ…თუმცა შენ იქ არ დამხვდი…შენს საწოლს ჩავეხუტე დედი და წამოვედი. იქაურობა არად მიღირს დედა უშენოდ.ყველგან შენ იყავი,კიბეზეც,ეზოშიც,მოაჯირზეც,ოთახშიც,ტელეიზორთანაც…
მაპატიე,რომ მეკითხებოდი,მე უფრო გიყვარვარ თუ სალოო და სალო თქო რომ გეუბნებოდი გასაბრაზებლად…შენ ჩემი ყველაზე,ყველაზე ტკბილი სიყვარული ხარ დეო
მაპატიე დედი…ვიცი აბუზღუნდები,მაგრამ მაინც მაპატიებ
დე…
მაპატიე,კოკა-კოლას შენ რომ გიშლიდი და ახლა მე რომ ვყიდულობ დეო …
უამრავი რამ მაპატიე დედი…და შენ იცი ამ პატიებასთან ერთად რასაც გთხოვ”…. – წერს გოგონას დედა.
სხვა სიახლეები