“ისტერიული  გინება რუსეთის, მიმართულია პირდაპირ მართლმადიდებლობის დანგრევისკენ” – მეუფე სპირიდონის ქადაგება 

სხალთის ეპისკოპოსა  მეუფე სპირიდონიმა ქადაგების დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველო – რუსეთის ურთიერთობაზე  ისაუბრა.
„სახელმწიფოს მეთაურმა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, მართლმადიდებელი ქვეყნის განაცხადა ასეთი რამე, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არასდროს არ ყოფილა ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაშიო. საერთოდ ქართველებსო ჰქონდათ თუ არა დამოუკიდებლობაო ესეც… რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. ღმერთმა არ ქნას. მაგრამ მე გეტყვით თქვენ, ეს მისი განცხადებები შედეგია ჩვენი ცოდვების.
“ორი სისტემა ებრძვის ერთმანეთს. ერთია დასავლური სისტემა, მეორე აღმოსავლური, რუსული სისტემა. ერთი სისტემა აკანონებს იმ გათახსირებას, უბედურებას, ერთსქესიანთა ქორწინებას… მეორე სისტემა ამას ეწინააღმდეგება. ერთი სისტემა ზნეობას ეწინააღმდეგება, მეორე შეძლებისდაგვარად ცდილობს, რომ ის კანონმდებლობის დონეზე დაიცვას…
დედაღვთისმშობლის არის საქართველო და შენ ამ ჯოჯოხეთში არ გაგიშვებს. ის ნატო და ევროკავშირი , ეს არის ქვეყნები რომლებიც ამ გათახსირებას აკანონებენ. იძახიან ოკუპანტი, ოკუპანტი რუსეთიო. ფარისევლობაა, თურქეთი ორჯერ მეტი ოკუპანტი არ არის? ორჯერ მეტი ტერიტორია აქვს წაღებული. რატომ იმას არ ეძახი? ე.წ. შენ არ გაინტერესებს ეს. შენი მიზანი სხვა არის. იგივე არ არის, აგერ ყველაზე ძვირფასს გედავებიან დავით გარეჯს. შემოდიან და უნდათ რომ ეს წაიღოს აზერბაიჯანმა. თუ შენ იძახი რომ ოკუპანტი, ოკუპანტიო, აგერ გართმევს, ის არ არის ოკუპანტი?! გვეყოფა ეს ფარისევლობა ძმებო და დებო. ჩვენ უნდა მოვიდეთ ეკლესიაში.
ასეთი ამოკვიატება ქვეყნის, ისტერიული და ვაკხანალიური გინება რუსეთის და ა.შ. ეს მიმართულია პირდაპირ მართლმადიდებლობის დანგრევისკენ და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ,”-თქვა  მეუფე სპირიდონმა ქადაგების დროს.

კომენტარები

სხვა სიახლეები