დედამ 1 კვირის წინ გაუჩინარებული შვილი იპოვა – „მალე გაიგებთ, ბავშვი რა პირობებში ატარა მამამ აფხაზეთამდე“

გოგონა, რომელსაც დედა რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, ნაპოვნია. ამის შესაძებ ბავშვის დედამ, თაკო გოგსაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.

“ბავშვი ნაპოვნია. ჩემი თიკო ჩემთანაა. მადლობა შსს-ს თითოეულ ქვედანაყოფს, დეპარტამენტს; თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა თიკოს დაბრუნებასა და ჩემ  მეორედ დაბადებაში. მადლობა  თბილი მოკითხვისთვის უცნობსა და ნაცნობს. ხოლო იმათ გასაგონად, დედას რომ ლანძღავდნენ და ტყვიის ღირსიაო, წერდნენ – მალე გაიგებთ, ბავშვი რა გზებითა და რა პირობებში ატარა მამამ აფხაზეთამდე. მადლობა უფალს“, – წერს ბავშვის დედა, თაკო გოგსაძე.

შეგახსენებთ, რომ თაკო გოგსაძემ 4 წლის შვილის გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ შვილი მისმა ყოფილმა ქმარმა წაიყვანა და კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები