პრეზერვატივის შესუნთქვა – ინტერნეტის ახალი გამოწვევა და ექიმების გაფრთხილება (ვიდეო)

სოციალური ქსელები ახალმა გამოწვევამ მოიცვა. ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით პრეზერვატივებს ცხვირიდან ისუნთქავენ, პირიდან იღებენ და გამოწვევას სხვებსაც უზიარებენ – ამის შესახებ ladbible წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მედიკოსები უკვე შეშფოთებულები არიან ახალი გამოწვევით და მას “იდიოტურს” უწოდებენ. ისინი აფრთხილებენ ადამიანებს, რომ მსგავსი ქმედებები სერიოზული საფრთხის შემცველია.

“გარდა იმისა, საზიზღრობაა. შესაძლოა, სერიოზული პრობლემა შეგექმნათ. მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სასუნთქი გზების გადაკეტვა და დახრჩობა”, – აღნიშნა ერთ-ერთმა ექიმმა, სტეფან ენრიკეზმა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები