“ცალი თვალითაც მშვენივრად ვხედავ”-ვინ არის 19 წლის გოგონა, რომელმაც საპროტესტო აქციაზე თვალი დაკარგა? (ფოტო)

გოგონა, რომელსაც 20 ივნისის პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს თვალში რეზინის ტყვია მოხვდა, 19 წლის მაკო გომურია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მუსიკალურმა ჯგუფმა “ვოდკა ვტრაიომ” გაავრცელა.
“ეს არის მაკო!
19 წლის, მაკო გომური
მაკო არის ჩვენი ჯგუფის ძალიან დიდი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი, რომელიც თითქმის არცერთ ჩვენს კონცერტს არ ტოვებს და სულ გვერდში გვიდგას!

მაკო არის ის ერთ-ერთი ადამიანი ვინც იმ საშინელ ღამეს, საპროტესტო აქციაზე თვალი დაკარგა. აპროტესტებდა რა საკუთარი ქვეყნის ოკუპაციას და იმას რომ ჩვენი მთავრობა ამის საწინააღმდეგოდ არაფერს არ აკეთებს და პირიქით ხელსაც უწყობს.

აპროტესტებდა მშვიდად, წყნარად. მას კი ამის გამო თვალი დააკარგვინეს.

პირველ რიგში გვინდა დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადოთ მაკოს.

და ბოდიში მოვუხადოთ, რომ ვერ დავიცავით…

და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით, იცოდე მაკო, რომ ჩვენ შენს გვერდით ვართ!

და აქვე დავამატებთ: ყველა ღორი პოლიტიკოსის და „ძაღლის“ დროც მალე მოვა და ყველა პასუხს აგებს ვინც საკუთარ მოქალაქეებს ასე წირავს და თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს ასეთ დღეში აგდებს!

ეს ასე არ დამთვრდება იცოდეთ!

თვალი თვალის წილ!”- ვკითხულობთ პოსტში.

პოსტის კომენტარებში თავად დაშავებული გოგონაც გამოჩნდა. “მაკო მალე დაგადგებათ ლაივზე; ცალი თვალითაც მშვენივრად ვიყურები,” – დაწერა მაკო გომურმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები