Cavea- მ რუსულენოვანი კინოსეანსები შეწყვიტა

კინოთეატრების ქსელმა Cavea-მ 20 ივნისიდან რუსულენოვანი კინოფილმების ჩვენება შეწყვიტა.
Cavea-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთანაა კავშირში და ეს სოლიდარობის გამოხატულებაა.
ჯერჯერობით უცნობია, როდემდე გაგრძელდება პროტესტი.
Cavea კინოთეატრების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში.

კომენტარები

სხვა სიახლეები