რამდენიმე ოქროს წესი ჟურნალისტებს

ახლა არ დავიწყებ როგორ ვოცნებობდი ბავშობიდან ჟურნალისტობაზე და როგორ აღმოვჩნდი ამ სფეროში სულ სხვა პროფესიიდან… მაგრამ აი ეს ბოლო წლები, რაც მედიაში ვტრიალებ რამდენიმე ოქროს წესი ავითვისე.

#1 ჟურნალისტმა ყველაფერი იცის!

[რაც არ იცის იმას არც ამბობს]

#2 ბევრს კითხულობს!

[ყველაფერი რომ იცოდეს]

#3 სათქმელს ამბობს მოკლედ და გასაგებად

[ოფიციალური დოკუმენტებიდან იღებს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ინფოს და წერს უბრალო მოკვთავთათვის გასაგები სტილით]

#4 სტატიის/სიუჟეტის შესავალი ყველაზე მნიშვნელოვანია!

[ოღონდ არავითარი “სკანდალი” და “ექსკლუზივი”]

#5 ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას კითხვას სვამს…. ლექციის წაკითხვის ნაცვლად!

[თუ საინტერსო კითხვა არ აქვს, არ ტეხავს რომ გაჩუმდეს]

#6 Facebook-ის პოსტებიდან შექმნილი ნიუსებით წინ ვერ წავალთ

[წერს/ყვება მხოლოდ ხალხისთვის მნიშვნელოვან ამბებს]

#7 სანამ რამეს იტყვის, აუცილებლად გადაამოწმებს!

ჰო, სანამ ამ ლექციას ჩაგიტარებდით დიდხანს ვიფიქრე, ბევრი ვიკითხე და ყველაფერი გადავამოწმე

წყარო:https://tsituris.wordpress.com

კომენტარები

სხვა სიახლეები