ჰარვი ვაინშტეინი სექსუალური შევიწროების გამო 40 მილიონს გადაიხდის

ჰოლივუდის პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტეინს ქალების სექსუალური შევიწროების გამო მილიონების გადახდა მოუწევს.
ქალების პრეტენზიების დარეგულირებისთვის, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, სამუშაო ადგილზე ჰარვი მზადაა, 44 მილიონი დოლარი გადაიხადოს.
აღნიშნულ შეთანხმებაზე ნებართვა ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა უნდა გასცეს. თუკი შეთანხმება დამტკიცდება, მაშინ პროკურატურა სარჩელს გააუქმებს, მაგრამ ეს შეთანხმება არ ეხება სისხლის სამართლის საქმეს გაუპატიურების ბრალდებით.
შეგახსენებთ, რომ სკანდალი მაშინ განვითარდა, როდესაც ჰარვი ვაინშტეინი ათობით ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მათ შორის იყვნენ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები: ანჯელინა ჯოლი, უმა თურმანი და ეშლი ჯადი.

კომენტარები

სხვა სიახლეები