დღე პირველი – 1 ჭიქა იოგურტი ან კეფირი ახალი ხილით, მწვანილი, შენელებული ზეითუნის ზეთით 100გრამი, ძროხის მოხარშული ხორცი 200გრამი, ერთი ნაჭერი პური. ვახშამზე შეგიძლიათ, მიირთვათ 50 გრამი ბრინჯი 10 გრამი ყველით, ხილის ან ბოსტნეულის სალათა 100გრამი, თუმცა სასურველია უფრო ბოსტნეულის.
დღე მეორე – დილა შეგიძლიათ, დაიწყოთ ტოსტით, ერთი ფინჯანი ყავით, ან რძით. შუადღისით მოამზადეთ ორთქლზე ყაბაყი და ერთ ნაჭერ თეთრ პურთან ერთად მიირთვით. ვახშამი იწყება მოხარშული ხორცით და მთავრდება ბოსტნეულის, ან ხილის ასორტით.
დღე მესამე – საუზმეზე მიიღეთ ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი გრეიფრუტთან ერთად, სადილზე მიირთვით ნაკლებად ცხიმიანი ყველი მოხარშულ კარტოფილთან ერთად. ვახშმისას შეგიძლიათ, თავი გაინებივროთ და მოიმზადოთ სპაგეტი ტომატით და დააყოლოთ ხილის ასორტი.
დღე მეოთხე – საუზმე: იოგურტი თაფლითა და ერთი ნაჭერი ყველით, სადილი: მოხარშული ბრინჯი და ყაბაყი, ხბოს ხორცი, ვახშამი: უცხიმო თევზი, ზეთის ხილითა და ლიმონით.
დღე მეხუთე – საუზმეზე შეგიძლიათ, მიიღოთ ჯემიანი ტოსტი, ბოსტნეულის 1 ჭიქა წვენი. სადილზე ნებადართულია მოხარშული მაკარონი ყველით და 1 ჭიქა ყურძნის წვენით. ვახშამზე ნებადართულია გრილზე შემწვარი თევზი სხვადასხვა მწვანილით.