“ახალშობილი არ სუნთქავდა” – ემოციური ისტორია მარიამზე, რომელიც სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი “ფეისბუქგვერდზე” ავრცელებს პოსტს მარიამზე, რომელიც სასწრაფო დახმარების ექიმებმა გადაარჩინეს.
სასწრაფოს გამოძახების მიზეზი ნაადრევი მშობიარობა იყო. ნაადრევად დაბადებული ჩვილი არ სუნთქავდა. ოჯახის წევრების თქმით, ნაყოფი 36 კვირის იყო და მშობიარობის დაწყებას დედა არ ელოდა.
„ადგილზე რომ მივედით, საკმაოდ მძიმე სურათი დაგვხვდა. ცალკე ახალშობილი, რომელიც არ სუნთქავდა და ოჯახის პანიკაში მყოფი წევრები. პირველ ყოვლისა, ახალშობილ გოგონას ჩავუტარეთ ყველა საჭირო მანიპულაცია, რათა მას სუნთქვა დაეწყო. ვიდრე ტირილს დაიწყებდა, მეგონა, საათები გავიდა. გადავჭერით ჭიპლარი, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ასეთ დროს არის საჭირო და, პარალელურად, ჰოსპიტალიზაციისთვის დავიწყეთ მზადება. ჩვილი სულ რაღაც 1 კილოსა და 700 გრამს იწონიდა – ისეთი პატარა და უმწეო იყო. სასწრაფოდ გადავიყვანეთ დედა-შვილი უახლოეს პროფილურ კლინიკაში. ვერ წარმოიდგენთ, როგორი განცდა მქონდა. პატარასთან ერთად, მეც ხელმეორედ დავიბადე. ეს საოცარი გრძნობაა. ამ დღეს ვერცერთი ჩვენგანი  დაივიწყებს“, – ამბობს უფროსი ექიმი, გურანდა მეტრეველი.

გოგონა, რომელსაც მარიამი დაარქვეს, ჯერ კიდევ კლინიკაშია, თუმცა მის სიცოცხლეს, ექიმების თქმით, საფრთხე აღარ ემუქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები