ახალსოფლის დღესასწაულზე ნინი ქარსელაძის კონცერტი ყვარლის მუნიციპალიტეტს 6 250 ლარი დაუჯდება

ყვარლის მუნიციპალიტეტი აქვეყნებს ბრძანებას, სადაც წერია, რომ 30 აპრილს ნინი ქარსელაძის კონცერტი გაიმართება. ფოტო on.ge-მ გაავრცელა.

კონცერტს ყვარლის მუნუციპალიტეტი ახალსოფლის დღესასწაულის აღსანიშნად გამართავს.

“რამდენადაც მომღერალი ნინი ქარსელაძე-ჟორდანია დიდი პოპულარობით სარგებლობს, ღონისძიების ფორმატის გათვალისწინებით, აღნიშნული კონცერტი შექმნის სადღესასწაულო განწყობას როგორც მოწვეული სტუმრებისთვის, ასევე – ადგილობრივი მოსახლეობისათვის”, – წერია ყვარლის მუნიციპალიტეტის ბრძანებაში.

წყარო: on.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები