,,შორს და კარგ ადგილას მივდივარ” – რა პოსტი გამოაქვეყნა ქუთაისელმა გოგონამ გაუჩინარებამდე

ქუთაისში გაუჩინარებულ გოგონას, ეთო ონიანს ეძებენ, ის რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. გაუჩინარებამდე მან  ფეიბუქზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
“სანამ კლავიატურას მოვიგდებდი, მანამდე ზუსტად ვიცოდი,როგორც დამეწერა
მაგრამ ახლა აღარ, პირველი რასაც ვიზამ, ბოდიშს მოგიხდი,დე
მა, შენც უცბად რომ გავვარდი სახლიდან, წავედი-მეთქი და არც მითქვამს, საერთოდ რომ მივდივარ.
რაღაცნაირი ამბავია, არც კარგადყოფნა გამოდის, ცუდადყოფნისაც მე არაფერი მეტყობა, მაგრამ ეგრეა და ვერ მოვერიე თავს, ხომ გახსოვთ, ჩემი პირველი პრობლემა ეგაა ვაახ, რამდენი უნდა ვწერო ეხლა, რამდენნაირად უნდა ვაფრქვიო სიყყვარულიც და სინანულიც, ნელ-ნელა ვიზამ, ჯერ მივაჩვიო ხელი ამ წკაპა-წკუპს,როგორ ვწერ, ჰა? ისე გამოდის, გეგონება სააადღაც შორს და კარგ ადგილას მივდივარ.
შეიძლება ეგრეც იყოს, ვნახავთ, დეპეშას ვაფრენ იქიდან:
ზუუუსტად ვიცი, რომ კარგი იყო ჩემთან, დიახაც, მაგრამ უჩემოდ უფრო მაგარი იქნება.
ყველაზე ნაკლებად მინდა ეს, რაც ხდება, საერთოდ არ მინდა ჩემი გიჟქალა ნინის და იოსების გარეშე ყოფნა, მაგრამ ეგრეა პაატარა მაიმუნებო, ხომ კარგად იცით, რომ მეკითხებოდით,ჩვენზე მეტად ვინმე თუ გიყვარსო, ტტყუილს გპასუხობდით
არც არავინ მიყვარს, რანაირად შეიძლება ეგრე იყოს, თქვენ ხართ ჩემი დიდი საჩუქარი,ყყველანაირი კარგადყოფნის ძალა და თუ კი რამე არსებობს, რაც მინდოდა გამეკეთებინა, რისთვისაც მიმეღწია, ზუსტად თქვენს გამო რამდენჯერ მოვიქეცი უნამუსოდ,მაგრამ ამაზე დიდს რას გავაფუჭებდი ახლა,როგორცც მე ვიქცეოდი, ისე ნუ მოიქცევით, არც იფიქროთ,ისწავლეთ-მეთქი, რომ გეჩხუბებით, ეგრეც ქენით
თორე მოგაწვდენთ ჯაჯღანის ხმას და დაიწყებთ, დაგვანებე თავიო. დიდზე დიდო ქალბბატონნო ნინი, რაც მაქვს ოთახში, ყველაფერი წაიკითხე , ჩემი ნაწერებიც შეგიძლია იკითხო და ცოოტა იცინო, ბევრი მეწყინება,ბავშვო.
მოკლედ, მიყვარხართ და რაც არ უნდა ხდებოდეს, გაივლის და კარგად იქნებით.
მამაჩემზე ვერაფერსაც ვერ დავწერ,ან რა ჯანდაბა დავწერო, ბოდიში,  მა ყველა გაცრუებული იმედის, მოლოდინის ვერგამართლების გამო, თუ კი რამის მჯეროდა, შენ ხარ და შენი დედასადმი სიყვარულია, იყავი კარგად, ძაალიან კარგად მიყვარს მე შენი კარგად ყოფნა, სიცილი და ჩემთან ოთახში შემოვარდნები,მერე რა , რო ყვირილით გაგდებდი
პ.ს. შენი მოდუღებული ყავა ჩემსას ბეევრად სჯობია!
სანამ შენზე რამეს ვიტყვი,ქალბატონო ნატალია,მანამდე ასჯერ ვასწრებ გაქვავებას და გაცოცხლებას , არ ვიცი, რა მოხდა, რითი დავიმსახურე, რომ დედაჩემი ყოფილიყავი, ასეთი ძლიერი და მაგარი გოგო,მადლობა, რომ არსებობ, ჩემი ოოორი შვილობილის დედაც რომ ხარ და ბოლოს მაინც შენებურად მიღიმი, ნერვების მოშლის შემდეგ,, ახლაც ეგრე ქენი, რა მეზიზღება ყველა ის დღე, როცა აცრემლებული მყავხარ ნანახი , აუტანლად ვბრაზობდი სულ, არც გიხდება, რომ იცოდე!
მგონი, თქვენი ჯერია, მეგობრებო, ნი, ამოდენა რაღაცების კითხვა გეზარება ხოლმე, ვიცი  მაპატიე რა,იძულებული თუ გახდი და ნახე, თუ გინდა ,უბრალოდ მოაყოლე ვინმეს , აეგრე ყვარებიხარ ეთოსო:დ არაფერი გამოვიდა, როგორც სხვა დროს, არც ახლა გამოვიდა კარგად ყოფნა და რა ვქნა, ჩემი ბრალია ? არც გაბედო ცრემლის გადმოგდება, გატყუებ ხოლმე , გიხდება-თქო, აააარ გიხდება!
მარტო სიცილი გიხდება , ხუმრობა და ბედნიერებბა
რუსა რომ გაბრაზდება, ეგეც ვიცი, აქვს კაცო მიზეზი, ყველას გაქვთ მიზეზი, გამიბრაზდეთ,უფლებაც გაქვთ,იიმდენ რამეს ვერ ვიტყვი, იიიმდენს ვერ დავწერ,ვერც კი წარმოგიდგენიათ
სად ავცდი ასე მწარედ ჩემს თავს,სად დავიკარგე , არ მახსოვს,ნუ არ ყოფილა კარგი , დამღალა მსგავს ტექსტებს რომ ვკითხულობდი, სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა მათთან, აი, შეხედავ, ლამაზია, ჭკვიანი,მხიარული, ბრახ და აღარ არის, ეგრეა ხოლმე ,რა
აზრზე არ ხარ, რა ხდებბა და როგორ ხდება, მაგრამ ხდება
აუ, ერთხელ უნდა მეთქვა, უმეტესად რა ნაგავი ნათესავები მყავს და ეხლა ვიტყვი, რა , მეტი მაინც რა მექნება სათქმელი, არჩევანის საშუალება რომ მქონოდა, არც გაგიკარებდით , მაგრამ ჩეეეემს ბედსო, ხომ იცით,, რა მაგარია ეს უწონადობა, წერ , წერ და უფრო იცლები, თავისუფლდები, სახლიდანაც ეგრე გამოვედი, გაააამოვნარნარდი!
რა უნდა ვთქვა,აღარ დამრჩა მეტი, ან დამრჩა და ვეღარ ვამბობ.
თინია, იცოდე დაწერე, დაწერე, როგორ ვცხოვრობთ ბედნიერად სადღაც შორს, სვანეთის მთების ძირში, როგორ დარბიან ჩვენი შვილები და ქმრები ერთად(ამათ რატო უნდა ირბბბინონ, არ ვიცი, მაგრამ იყოს ,რა ეგრე!)
დაწერე, რომ ბედნიერი ვარ.
ნინია,შენზე ძლიერი გოგო არ დაბადებულა და ზუსტად ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგად.
ბევრი ყოფილხართ, ვინც მიყვარხართ, ძალიან ბევრი
ბევრი ბოდიში მაქვს მოსახდელი, მაგრამ ნებას გრთავთ, გაბრაზდეთ,აღარ გიყვარდეთ, ზუსტადაც,რომ ღირსი ვარ.
თუ ჩემი მიმოწერების ფრიალი არ იქნება, გამეხარდება,ძალიან!
ვაიმე, ცუდადყოფნას ვამმმჩნევდით და ბლა ბლა ბლა, არც ეგგ მინდა, კაცო”. – დაწერა გოგონამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები