რატომ დაუფარეს ქალთევზებს მკერდი „ტოპებით“

ინდონეზიაში, გასართობი პარკის ადმინისტრაციამ ქალთევზას სკულპტურებს მკერდი დაუმალა. პარკის ადმინისტრაციამ ქალთევზებს ოქროსფერი „ტოპები“ ჩააცვა. მენეჯმენტში ამბობენ, რომ ამგვარად აღმოსავლეთის ტრადიციულ ღირებულებებს იცავენ. ქალთევზები შიშველი მკერდით ჯაკარტაში მდებარე პარკ Ancol Dreamland-ში უკვე 15 წელია, რაც არის. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებამ ბევრი ადგილობრივი გააოგნა. ზოგი ვარაუდობს, რომ ადმინისტრაცია გარე ძალების ზეგავლენის ქვეშ მოექცა; თუმცა, პარკის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ქანდაკებებისთვის მკერდის დაფარვა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გადაწყვიტეს, რადგან პარკი საოჯახო სივრცედ უნდა გადაკეთდეს. სკულპტურების ავტორი, დოლოროსა სინაგა „ბიბისისთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პარკის ადმინისტრაციამ სტუმრებს ხელოვნების სილამაზით ტკბობის საშუალება წაართვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები