“კრიზისი აუცილებლად “გონებიდან” იწყება – ფსიქოლოგის სასარგებლო რჩევები

…”უმუშევარი ვარ, ქმარმა მიმატოვა, გასაუბრებებზე არც კი მეძახიან, ბოლო ფული მითავდება და დენსაც ჩამიჭრიან ამ დღეებში…რა ვქნა?” – მომწერა უცნობმა ადამიანმა….
იგი ჩემგან ქველმოქმედებას არ ითხოვდა….რა შევცვალო ჩემს თავშიო, მეკითხებოდა….. ამას იმიტომ გიყვებით, რომ იქნებ კიდევ ვინმეა ასეთ დღეში, ვინც ამ პოსტს წაიკითხავს…..
კრიზისი აუცილებლად “გონებიდან” იწყება….. ავიღოთ 5 დღე. .5 დღის განმავლობაში, დღეში 1 კომედია – როგორც წამალი. . საინფორმაციო გადაცემებს – არ ვუყურებთ და არ ვუსმენთ არც ერთი წუთით. . იპოვეთ მელოდია (ან მელოდიები) რომლებიც “კარგ” დროს გახსენებთ, ვრთავთ მუსიკას და ვიწყებთ ღიღინს – თუნდაც თავიდან ძალით….. . დაწერეთ 100 დღის წარმატების გეგმა…..ანუ არა ის, რა უნდა აკეთოთ, არამედ რა გინდათ რომ მიიღოთ…… . მეორე დღეს გადახედეთ ამ გეგმას და დაწერეთ მეორე გეგმა – ამისათვის რა უნდა გააკეთოთ? .
რთავთ საცეკვაო მუსიკას, იწყებთ ცეკვას და თან ფიქრობთ (წარმოიდგენთ) როგორ მარტივად ლაგდება ცხოვრება და ხორციელდება თქვენი მიზნები:))))) შეიძლება ვინმემ მითხრას, არ მეცეკვება და მემღერებაო….. ნუუუუ…. მაშინ იჯექით…..და დაელოდეთ, თავისით როდის რა იქნება, მგრამ ჩუმად ყურში გეტყვით ერთ საიდუმლოს: თავისით არასოდეს არაფერი ხდება…… წაიქეცი? ადექი და გაარძელე გზა!”, -წერს ხათუნა მუზაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები