რა დაემართა გოგონას, რომელიც, 14 წლის მანძილზე, მხოლოდ ჰამბურგერებს ჭამდა

დიდ ბრიტანეთში, გოგო, 14 წლის განმავლობაში, მხოლოდ ჰამბურგერს ჭამდა და სხვა საკვებს ვერ იღებდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. კეიტლინ ბრეიტუეიტი, 2 წლიდან მოყოლებული, შერჩევითი კვების დარღვევით იტანჯებოდა: ეს არის კვებითი აშლილობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ადამიანის განსაზღვრულ პროდუქტებზე უარის თქმას აიძულებს. ამის გამო, გოგოს, ჰამბურგერის გარდა, ნებისმიერ საჭმელზე გული ერეოდა.
იმის გამო, რომ მის რაციონში ბევრი ვიტამინი და ელემენტი არ შედიოდა, ის საკვებ დანამატებს იღებდა. დაავადება სხვა პრობლემებსაც იწვევდა: მას არ შეეძლო, სტუმრად ყოფნისას, ან რესტორანში ეჭამა. „რესტორანში წასვლის წინ, ჩვენ იძულებულები ვიყავით, გაგვეგო, იქნებოდა თუ არა მენიუში ჰამბურგერები“, -ამბობს გოგოს დედა. 16 წლის ასაკში, კეიტლინმა ჰიპნოთერაპიის კურსი გაიარა და, ამის შემდეგ, პირველად შეძლო სხვა საკვების გასინჯვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები