რას ვერ აპატიებს გოგოს გურამ შეროზია

ბლოგერმა გურამ შეროზიამ სოცქსელში პოსტი გამოაქვეყნა – “8 რამ, რასაც გოგოს არასდროს ვაპატიებ”, – წერს შეროზია და პუნქტებად აყალიბებს თავის პირობებს.
“8 რამ, რასაც გოგოს არასდროს ვაპატიებ: 1. “სეტკა”კოლგოტებს; 2. ცისფერ, მწვანე და ნებისმიერი სხვა ფერის ბრჭყვიალა “წენებს”; 3. “წიგროვებს”!!!!; 4. ამერიკელი ქოვბოის სტილის რკინებიან კაზაჩოკებს; 5. შავ-ქერა მელირებას (აი, შავ თმაზე ყვითელ ზოლებს); 6. ყოფილების “ფეისბუქებზე” შევარდნებსა და ისტერიკულ, შჭერვა-გოიმკა კომენტარებს; 7. მოკლე შორტებზე წვრილ ქუსლებს და/ან პრიალა და ქუსლიან ჩექმებს; 8. მოგზაურობისას, მალდივებზე, სეიშელებზე, კანარებზე – 30 ფოტოს რომ იღებენ და ყველაზე “კრუპნი პლანით” თავად არის და რომ ვერ იგებ, მართლა მალდივებია, თუ – ხაშური. მაშასადამე, შეგიძლიათ, ძალიან თამამად დაიკიდოთ ჩემი, ერთი უბრალო ბიჭის აზრი დასეტკილ ფეხებზე, “წიგროვი” მაისურიდან ლურჯი “ბლიოსტკები” გადაიფერთხოთ და ამაყად განაგრძოთ გზა.

კომენტარები

სხვა სიახლეები